საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია ევროპის შინაგანი მედიცინის ფედერაციის (EFIM) 23-ე კონგრესზე ECIMI 2025 წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის 3 პროფესორით და 2 დოქტორანტით, სადაც წარადგინა 7 ნაშრომი ორალური პრეზენტაციებისა და პოსტერული მოხსენებების სახით. ღონისძიება გაიმართა 2025 წლის 5-8 მარტს იტალიის ქალაქ ფლორენციაში. კონგრესის გენერალურ ანსამბლეას უკვე ნამდვილი წევრის სტატუსით დაესწრო შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი თამარ ყანდაშვილი, რომელიც კონგრესზე იყო მეტაბოლური ცვლის სექციის მოდერატორი.
- 2024 წლის მარტში საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია (თავმჯდომარე პროფესორი თამარ ყანდაშვილი) მიღებული იქნა ევროპის შინაგანი მედიცინის ფედერაციაში სრულუფლებიან წევრად.
2) 2024 წელს შინაგანი მედიცინის კონგრესზე მოხსენებებით წარდგნენ საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის წევრები, თსსუს შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი N3-ის ხელმძღვანელი პროფესორი თამარ ყანდაშვილი, ასისტენტ პროფესორები მაია გოცაძე და მარინა ნონიაშვილი. აბსტრაქტები გამოქვეყნდა ჟურნალში იმპაქტ ფაქტორი-5.4. ხოლო კონგრესის მონაწილებმა მიიღეს 30 უპგ ქულა.
3) ამავე კონგრესზე მაია გოცაძე მიწვეული იქნა მიმდინარე სესიის თავმჯდომარედ.
4) ქალბატონი თამარ ყანდაშვილი EFIM-ის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სექტემბრის თვეში დასახელდა ევროპის შინაგანი მედიცინის საპატიო ელჩად.
5) ამა წლის ოქტომბერში მაია გოცაძე წარდგენილი იქნა 9th EFIM-დღისათვის მიძღვნილ შეხვედრაზე ბრიუსელში სესიის მოდერატორად.
6) საქართველოს თერაპევტთა საზოგადოების მხრიდან EFIM-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე „სამეცნიერო კვლევის დიზაინი" წარდგენილი იქნა შინაგანი მედიცინის მიმართულებით სერთიფიცირებული ახალგაზრდა ექიმი სოფიო ფსუტური.
7) საქართველოს თერაპევტთა საზოგადოების მხრიდან EFIM-ის ულტრაბგერის სამუშაო ჯგუფში წარდგენილი იქნა კარდიოექოსკოპისტი ნათია მდივანი.
8) მაია გოცაძე წარდგენილი იქნა შინაგანი მედიცინის გაიდლაინების ექსპერტთა სამუშაო ჯგუფში EFIM Guideline WG.
როგორც შარშან, ამ წელსაც კონგრესი იყო ახალი შესაძლებლობებით სავსე, განსაკუთრებით საინტერესო საქართველოს წარმომადგენლებისთვის. პროფესორმა თამარ ყანდაშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე „პრობიოტიკების გავლენა ინსულინრეზისტენტობის მქონე პაციენტებზე". ჩვენი დელეგაციის თითოეულ წევრს გადაეცა მონაწილის სერტიფიკატი და 25 უპგ ევროპული ქულა.